დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ ამ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 15 აპრილი 2024, 15:20

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. ქართველიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ელისაშვილს ეს ძალადობა თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა, ამან უარესი ძალადობა წაახალისოს.

„სალომე ზურაბიშვილო!!! შენი ხელით "ბოთლიდან" გამოშვებული უსამშობლო, უსინდისო "ჯინის" იმედით გააკეთა ამ არარაობამ დღეს ის, რაც გააკეთა! ყველა იმის წაქეზებით, ვინც კაცი მეგონა და ვინც გვერდში ჰყავს დღეს ამოფარებული თავის ადმინისტრაციაში! მოიყვანეთ დღეს შოლცები და კრამერები იმ დემოკრატიის დასაცავად, რა დემოკრატიასაც გვიწუნებთ! გაარჩიეთ მათთან ერთად დღეს მდინარაძეზე თქვენი რუსული თავდასხმა! ხელისუფლებავ! არც ერთი ნაბიჯი უკან! "გულანთებულო" მონებო! გაგა-ლაზარე-ბინებთ თქვენს არარაობა პრეზიდენტთან ერთად! ვის მოგწვდებათ კიდევ თქვენი ბინძური მუშტები? დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო???“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი