ედიშერ გვენეტაძე მეთიუ მილერის განცხადებაზე: უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და ითხოვს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის მოსამართლეების დასჯას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
464 16 აპრილი 2024, 11:07

იმ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომლის უდიდესმა შვილებმა მკვეთრად გამოყვეს სასამართლო, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტო! უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში! სახელდობრ, სასამართლო ხელისუფლების! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას.

გვენეტაძის თქმით, 1970-1980-იანი წლების ახალგაზრდობისათვის აშშ დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა, რასაც კარდინალურად ეწინააღმდეგება დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებები.


„იმ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, რომლის ქვეყანასაც საქართველოს ტერიტორიის მქონე ერთი რიგითი ტბა აქვს და რომლის მოსახლეობა რაოდენობით ნიუ იორკის ერთ უბანსაც კი ვერ უტოლდება!

იმ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, რომლის დამფუძნებელმა მამებმა მკაფიოდ გამიჯნეს ერთმანეთისაგან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება!
იმ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომლის უდიდესმა შვილებმა მკვეთრად გამოყვეს სასამართლო, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტო!
უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში!
სახელდობრ, სასამართლო ხელისუფლების!
და მოითხოვს გაუგონარ რამეს- დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის მოსამართლეების დასჯას!
ჩვენ ასეთ შეერთებულ შტატებს არ ვიცნობდით!
ჩვენთვის 1970-1980-იანი წლების ახალგაზრდობისათვის აშშ დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა!
რასაც კარდინალურად ეწინააღმდეგება დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებები!
რაც ძალიან სამწუხაროა!“- წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი