ნინო ფოჩხუა: გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი - ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 16 აპრილი 2024, 13:33

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.

როგორც ექსპერტი წერს, ელისაშვილის თავდასხმამ დაგვანახა, რომ ეს სპონტანური მოქმედება არ იყო და წინასწარ იყო დაგეგმილი.

„ტვ. მთავარში ჩარიცხულმა ფულმა, რომელიც ლგბტ არასამთავრობოსთვის იყო განკუთვნილი ადრესატამდე მიღწია და დაიწყო მოქმედება. ამათ ლგბტ ადამიანები ისე აწუხებთ, როგორც მე ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობა. აკი ნიკა გვარამიამაც განაცხადა მიზნობრიობის გარეშე ყოფილა ეს ფული. გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ამის შემსრულებელი იყო ის კაცი, რომელიც იფიცებოდა კაპიკი ფული არ მაქვს აღებული არასდროსო.
დავიჯერო ახლა ეს?

ეტყობა იმდენად უუნაროა, ფხიზელმა ვერ შეძლო დაკვეთის შესრულება და მთვრალს „გამბედაობა“ მოემატა. აბა ფხიზელი მამუკას ამას ვერ გაუბედავდა. აი ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები, მაგრამ არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს!“, -წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი