თამარ ჩიბურდანიძე: აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
421 17 აპრილი 2024, 12:11

თუ ამ კანონს [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს ახალგაზრდების მდგომარეობას. მისი თქმით, ქუჩაშია თაობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების მიერაა გამოზრდილი და ეს ახალგაზრდების გადაგვარების საფრთხეს ქმნის.

„მთელმა ქვეყანამ დაინახა ის სიმართლე, თუ რისთვის იბრძვის ხელისუფლება. ასევე, დაინახეს ის ახალგაზრდობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალებმა გამოზარდეს. აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას. საგანგაშოა მდგომარეობა ახალგაზრდებში. სად არიან ამათი მშობლები? მარტო რევოლუციურ ტრენინგებზე უშვებდნენ? ვის მისცეს საკუთარი შვილები გასანადგურებლად? ეს არის განათლება? ამას გვამადლის ამერიკა? არ გვინდა ასეთ განათლებაში ფულის დახარჯვა. არ გვინდა ასეთი გადაგვარებული თაობა! თუ ამ კანონს არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი