ზურაბ ქადაგიძე: ან ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვადასხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 17 აპრილი 2024, 15:56
საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის მტრებმა მოიგეს 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დაამხეს, მაგრამ ომს ვერასდროს მოიგებენ, რადგან ახლა ჩვენი თაობის ჯერია - ან ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან და გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვა და სხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, სრულიად უპრეცედენტო ხასიათის საგარეო ორიენტირებით, რომლის თანახმად ვირჩევთ დასავლურ კურსს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საყოველთაო აღიარების შესაბამისად, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს და ქართული მართლმსაჯულება და შესაბამისად, კანონშემოქმედება სუფთად ქართული ხასიათისაა. „ამერიკის შეერთებული შტატების მე-5 პრეზიდენტმა ჯემზ მონრომ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია შექმნა და დოქტრინის სახით, ყველა გარე ძალას აუკრძალა ამერიკის საშინაო საქმეებში ჩარევა და ამით, უზრუნველყო შტატების რეალური სუვერენიტეტი. სწორედ აქედან იწყება შტატების, როგორც ძლიერი სახელმწიფოს აღზევება.
საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ხელისუფლებამ პოლიტიკური პრაგმატიზმითა და შესაძლებლობების გამოყენების მომენტით, სრულიად უპრეცედენტო ხასიათის საგარეო ორიენტირები განსაზღვრა :
* ვირჩევთ დასავლურ კურსს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საყოველთაო აღიარების შესაბამისად! * საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუნდაც ჩვენი არჩეული დასავლური კურსის, მედროშე ქვეყნებსა და აქტორებს!
* ქართული მართლმსაჯულება და შესაბამისად, კანონშემოქმედება სუფთად ქართული ხასიათისაა და ვერავითარი გარედან თავსმოხვეული ინსინუაცია, ვერ მოახდენს გავლენას სუვერენული საქართველოს პერსონალურ საკითხებზე! ფაქტობრივად, ეს არის თანამედროვე საქართველოს საგარეო კონცეფცია და ხელისუფლების მიერ შემუშავებული დოქტრინა, რომელიც ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს ქვეყანაში. საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის მტრებმა მოიგეს 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დაამხვეს, მაგრამ ომს ვერასდროს მოიგებენ, რადგან ახლა ჩვენი თაობის ჯერია - ან ბოლომდე მივიყვანთ საქმესა და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან და გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვა და სხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ! გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი