დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 19 აპრილი 2024, 14:16
სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა. 

დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სიტყვა „რუსული“ მოსახლეობის წინააღმდეგ ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს, რადგან საზოგადოება მას რთულად აღიქვამს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა. სიტყვა „რუსული“ გამოიყენეს ყველაზე ემოციური ბრძოლის იარაღად მოსახლეობის წინააღმდეგ - „რუსული“ ნამდვილად რთულად აღსაქმელია. სწორედ ეს იყო, რომ სიცრუე სწორედ ამ ტერმინით გადაეფარათ. როდესაც კელი დეგნანი ცრუ კამპანიის სათავეში ყოფნის დროს შეძლო, რომ დეზინფორმაციული კამპანია აეგორებინა და კანონი უკან გაწვეულიყო - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას იღებს პირად გამოწვევად. არ ერიდება, რომ გააგრძელოს უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი