დავით ქართველიშვილი: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად ობელისკს და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 20 აპრილი 2024, 11:04
„200 ათასი წმინდანი მყავს ზეციურ საქართველოში - რომ შევაწუხო და ვთხოვო საქართველოსთვის შემწეობა და ჩვენს გვერდში დგომა, ინსტაგრამზე იმ 300 ათას გამომწერს ხომ არ შეუშინდებიან, როგორ გგონიათ? ღირს მათი შეწუხება?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის  ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 


მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც  გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, გუშინ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ფიცი დადო, ობელისკის ტერიტორიას ხელახლა უნდა იკურთხოს. 


„200 ათასი წმინდანი მყავს ზეციურ საქართველოში - რომ შევაწუხო და ვთხოვო საქართველოსთვის შემწეობა და ჩვენს გვერდში დგომა, ინსტაგრამზე იმ 300 ათას გამომწერს ხომ არ შეუშინდებიან, როგორ გგონიათ? ღირს მათი შეწუხება? რაც შეეხება გმირთა მოედანზე გუშინ დადებულ ფიცს: "მონობას ვერავინ წაგვართმევს, ლაქიებად გვინდა ცხოვრება და მარიონეტებად სიკვდილი! მადლობა ლუციფერ, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი წაგვართვი, ჩვენ ის არ გვჭირდება! რასაც ჩაგვძახებ - იმას ამოვძახებთ! ბაფომეტი, ავადონი და აპოლიონი რასაც გვიბრძანებენ - იმას შევასრულებთ ჩვენს თავებზე ნაკურთხი წყლის პირველი წვეთის დაცემამდე! ვფიცავართ!" - ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად, იმ ობელისკს და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი