ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე: ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა, ეს არის მარაზმი, დაცინვა და უპატივცემლობა საკუთარი მოქალაქეების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
488 21 აპრილი 2024, 13:13

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქციის მონაწილეების საპროტესტო ბანერებს და აღნიშნავს, რომ ეს ღიად ლგბტ აქციაა.


„ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა!
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს, ამაზე არ ვდავობთ. ბევრ ლგბტ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ვერც დაეტოლება ზოგიერთი ჰეტერო ადამიანი. ცხოვრობენ მშვიდად, შრომობენ და არასდროს არ გახვევენ თავს თავის პირად ცხოვრებას. მიყვარს ეს ადამიანები.ამ აქციის მონაწილეებმა თუ იციან, რომ ის ადამიანები, ვინც ვახსენე, გმობენ ასეთ ქცევას, რაც დღეს ხდება აქციაზე.

ეს არის მარაზმი, დაცინვა და უპატივცემულობა საკუთარი მოქალაქეების. აი ამას კრძალავს ახალი კანონი, პროპაგანდას და ჩვენი ქვეყნის მენტალობისთვის მიუღებელ ქცევას, თორემ ადამიანთა უფლებების დაცვა ახლა რომ არის ამ მმართველი გუნდის ხელში, არასდროს ყოფილა. თვითონ მომიტინგეები ამბობენ, (მე არ ვიცი, შეიძლება წამოცდენაა) რომ არც ცენზურა არსებობს და სრულ თავისუფლებაში არიან.
მინდა გაიხსენონ და დაიმახსოვრონ ამ აქციების ორგანიზატორებმა, არასდროს არც ადრე და არც ახლა ვინც იკადრა და დასცინა თავისი ქვეყნის საზოგადოებას, ვერასდროს მიუღწევია მიზნისთვის“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი