დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 27 აპრილი 2024, 11:44
„გუშინვე იყო ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგის საქართველოს მორიგი, ვიღაც 14 ამერიკელი კონგრესმენით, დაშინების კიდევ ერთი უსუსური მცდელობა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას. 


ქართველიშვილის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქომ “მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არმცოდნე საერთაშორისო და ადგილობრივ ჭინკებს ერთხელაც შეახსენა, თუ როგორ უძღვებოდა ხილულად ქართველთა ლაშქარს უხილავი წმინდა გიორგი.” მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რას იცავს და რისთვის იბრძვის.


„საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება, რაც მე ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია მახსოვს, წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს, ვინაიდან ის რეალურად დაადგა ქვეყნის ფასეულობათა დაცვის გზას. ეს იყო საქართველოს უხუცესი "ინსტიტუტის," ჩვენი დედა-ეკლესიის ამ ბრძოლაში ღიად შესვლის დეკლარირება. ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება. ეს იყო ამ ომში ზეციური ძალების მონაწილეობაზე ღია განაცხადი.


გუშინვე იყო ფარნავაზის, ვახტანგის, დავითის, თამარის, გიორგის საქართველოს მორიგი, ვიღაც 14 ამერიკელი კონგრესმენით, დაშინების კიდევ ერთი უსუსური მცდელობა. საქართველოს საპატრიარქომ, როგორც "იბერიაზე" მლოცველმა ცოცხალმა ორგანიზმმა ჩვენი ერისა და ბერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არმცოდნე საერთაშორისო და ადგილობრივ ჭინკებს ერთხელაც შეახსენა, როგორ უძღვებოდა ხილულად ქართველთა ლაშქარს უხილავი წმინდა გიორგი, რიცხობრივად გადამეტებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში.

დღეს, ჩვენს თვალწინ ხდება ზუსტად ის, რაზეც არაერთგზის დაგვიწერია თუ გვილაპარაკია - არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დგას ლუციფერის მხარეზე, თუ კი შენს გვერდითაა უფალი, ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდანების მრავალათასიანი არმია. მთავარია - ქვეყანას და მის ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდეს ამ ბრძოლაში შესვლის ჯანსაღი, ფასეულობითი, მართლმადიდებლური მოტივაცია: რას იცავს და რისთვის იბრძვის. სწორედ აქ შედგა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში აქამდე უპრეცედენტო სინერგია - "ჰორიზონტალსა" და "ვერტიკალს" შორის. და ამ ჯვარს - ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან.

საქართველოს დაცვის მისიაში, ჩვენი ისტორიის უკვე მერამდენე კრიზისულ  მონაკვეთში, მსოფლიოში ამ ყველაზე ძლევამოსილი ძალების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა მსოფლიოს იმ სატანისტური ძალების გააქტიურებამ, რომლებისთვის უეჭველი პირობა: "იბერიაში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს" - გადაულახავ კოშმარად უკვე ამ ეტაპზე იქცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაწყებულია. მის წინაშე ერი და ბერი გაერთიანებულია და სრულ სულიერ მზადყოფნაშია. წინ კი - გარდაუვალი გამარჯვებაა. 

დღეს კი - ლაზარეს შაბათია. ხვალ ბზობაა. ერთ კვირაში - ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ფინალში კი - კაცობრიობის ყველაზე დიდი ნუგეში: მაცხოვრის აღდგომა. ზუსტად ეს ყველაფერი უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს 29 აპრილს. ამ დღეს - ჩვენი თაობების "დიდგორია" და უკან დასახევი გზები ისევე უნდა ჩავხერგოთ, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მრავალი საუკუნის წინ. მთავარია - უფალი ჩვენთან არს! არს და იყოს!" -წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი