ავთანდილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს: თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება - ოზურგეთშიც და საზოგადოდაც, საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების არხი გახდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 30 აპრილი 2024, 10:53
ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის, თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით "მამული, ენა, სარწმუნოება" მერმა ჩამოხსნა.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყიდა აღნიშნული ადგილი, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირი სიცრუეს და დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც სამწუხაროა.
"თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ." - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი