გია აბაშიძე: პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა ნაცნარატივები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 30 აპრილი 2024, 12:29

აგენტოკრატიის სახედაკარგული ლაქია, სალომე ზურაბიშვილი გონებადაბინდულია და ვერ აცნობიერებს, რომ სამშობლოს დამცველი ქართული ჯარი პოლიტიკის მიღმაა, ხოლო მისი უბადრუკი პოლიტიკური სისინი თავად ფორმალურ პრეზიდენტს ანგრევს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის - კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“.

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს და საქართველოს საზოგადოებისთვის ის დარჩება ერთ უბადრუკ მავნებელ ნაცსარეველად, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გახმება.

„პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა ნაცნარატივები. რაღაც ბნელ ძალებზე საუბრობდა ეს მოღალატე და შემთხვევით, ფურცლებზე სარკე ხომ არ ედო და ისე კითხულობდა?.. აგენტოკრატიის სახედაკარგული ლაქია, სალომე ზურაბიშვილი გონებადაბინდულია და ვერ აცნობიერებს, რომ სამშობლოს დამცველი ქართული ჯარი პოლიტიკის მიღმაა, ხოლო მისი უბადრუკი პოლიტიკური სისინი თავად ფორმალურ პრეზიდენტს ანგრევს. შეუვალი მოცემულობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს. საქართველოს საზოგადოებისთვის ის დარჩება ერთ უბადრუკ მავნებელ ნაცსარეველად, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გახმება“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი