მამუკა არეშიძე: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 30 აპრილი 2024, 20:52
როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან, - ასე უპასუხა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” შეკითხვას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს.

როგორც არეშიძემ განმარტა, არ არის გამორიცხული, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა კანონის მხარდამჭერი განცხადებებით განგებ ცდილობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვას, ვინაიდან, კარგად იციან, რომ მათი დადებითი პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. “თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას. როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია.” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი