გია აბაშიძე: საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე, თუმცა, ივანიშვილის სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლესი ისტორია ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 01 მაისი 2024, 10:57
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებში ბუნებრივი მღელვარება იგრძნობა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლესი ისტორია ადასტურებს.
"საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე თბილისის ცენტრში.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი შორსმჭვრეტელი პროგნოზები ახდა და ამას უახლესი ისტორია ადასტურებს.
ამჯერად, შეგახსენებთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ამონარიდს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან. კერძოდ:
"საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ"... "როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ"... "დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი"" - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი