თამთა მეგრელიშვილი: ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
459 01 მაისი 2024, 21:15
ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის უარგუმენტო წელიწადნახევრიანი ყვირილი და აპელირება, რომ კანონის შინაარსში არ შევლენ, ნიშნავს იმას, რომ მათ ან შინაარსის ეშინიათ, ან მონურ ფსიქოლოგიას თავი ვერ დააღწიეს და სხვა აზრის გაზიარების ეშინიათ.

„ბევრი მწერთ. რატომ არ ხდება გამჭვირვალობის კანონის პროექტის „სწრაფად" მიღება და თქვენგან ისმის კითხვა - რას ველოდებით?!
ამიტომ განვმარტავ: სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, კანონი მიიღება სამი მოსმენის საფუძველზე, რომელთაგან პირველი ეთმობა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვას, მეორე მის არსებით გარჩევას, მესამე კი - სარედაქციო დეტალებს.

გამჭვირვალობის კანონის პროექტი კანონით დადგენილი პროცედურებით დადგენილ ამ გზას გადის და ის სამართლებრივად დასრულებულ სახეს მიიღებს და კანონად აუცილებლად იქცევა.
მინაწერი: დაზუსტებულად შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სიტყვები „შინაარში არ შევიდეთ ნიშნავს“ კანონის პროექტის შინაარსის მეშინია!

ან ნიშნავს რომ სერვილიზმს, მონურ ფსიქოლოგიას თავი ვერ დავაღწიე და სხვა აზრის გააზრების მეშინია!

ან უარესი, ნიშნავს, რომ ამ კანონის პროექტის ირგვლივ ჩემი პოზიცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს წინასწარვე მივყიდე.

სხვა ახსნა პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის უარგუმენტო წელიწადნახევრიან  ყვირილს არ აქვს და ის ახალგაზრდები რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ.

რას აპროტესტებთ მინიმუმ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!” - წერს მეგრელიშვილი Facebook.-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი