ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის "მოხოდვა" და რას აღარ "ჩალიჩობენ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 02 მაისი 2024, 23:17
"მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის "მოხოდვა" და რას აღარ "ჩალიჩობენ"… - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 

ქადაგიძის თქმით, პარლამენტთან მყოფი ორგანიზატორები მიხვდნენ, სახარბიელო არაფერი მოხდებოდა რუსთაველზე და ხალხი გმირთა მოედანზე გაუშვეს. მანვე აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები გაქრებიან და მიუშვებენ ანგაჟირებულ აქტივისტებს მავნებლობისთვის. 

"მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის "მოხოდვა" და რას აღარ "ჩალიჩობენ"… 

გმირთა მოედანზე ხელოვნური კოლაფსი შექმნეს, მძღოლებს დაუპირისპირდნენ, მოქალაქეებთან კონფლიქტში შევიდნენ და პოლიციამ გზა გახსნა…

პარლამენტთან მყოფმა ორგანიზატორებმა კი მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, სახარბიელო არაფერი მოხდებოდა რუსთაველზე, “ექსპრომტად” ( აკერმანის თეორიების მიხედვით) განაცხადეს, ჩვენ მეგობრებს არბევენ გმირთა მოედანზე, გაზი გაუშვეს და დავიძრათ მათ დასახმარებლადო…

ახლა, მივლენ გმირთა მოედანზე და რა?!

აქციის ორგანიზატორები გაქრებიან და მიუშვებენ ანგაჟირებულ აქტივისტებს მავნებლობისთვის.

სტანდარტული მანევრი - თუ პოლიციის პროვოცირებას მოახდენს, აქტივი ხომ მომენტალურად გაჩნდებიან და იტყვიან - ბავშვებს სცემენ ხალხოო!
თუ არაფერი მოხდება, მშვიდად უყურებენ ტელევიზორებიდან, როგორ დაანაგვიანებენ, დაწვავენ და იძალადებენ პარტიული აქტივისტები", - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი