დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის შეურაცხმყოფელ სიტყვებზე: ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
438 06 მაისი 2024, 15:43

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს ქმედება, სანახაობრივი პერფორმანსის ნაწილია, რომელიც რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ფორმაა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ლანძღვა აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებაა და აქციის მონაწილეების მხრიდან მსგავსი ქმედებები მიუღებელია.

„თქვენ ხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს, როდესაც პრაიდის წარმომადგენელი ლოცვითაა დაკავებული, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს და გადადის პატრიარქის ლანძღვაზე.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილისი პრაიდის თანადირექტორმა ანა სუბელიანმა აქციაზე ჯერ იგალობა, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი