ლევან ნიკოლეიშვილი: ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 07 მაისი 2024, 15:41

აბა, ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლეთელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ!, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამსტერდამის უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევის ფაქტზე.

ექსპერტის თქმით, საქართველოში ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები.

„საზიზღარი პოლიცია, როგორ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, რას აფუჭებენ, უბრალოდ ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და პროტესტს გამოხატავდნენ... და სად ხდება ეს?! უი, არ მჯერა ნიდერლანდებში?! ნიდერლანდები, ხომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ერთ-ერთი ზე-დემოკრატიული ქვეყანაა?! მე თავიდან რუსეთი მეგონა! აბა, ერთ მწკრივზე დაეწყვეთ პროდასავლეთელები, პირველ მეორეზე გაითვალეთ და გააკრიტიკეთ ნიდერლანდები, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ!

მეორე, ქვედა სქრინიც საინტერესოა: „ალა ლუსულ კანონს აპროტესტებენ!“ „რა საკვარლად“ გამოიყურებიან ბავშვები აირწინაღებით? ისე ბავშვები აირწინაღებს თავისით ვერ იშოვიდნენ,უფროსებმა მისცეს, თვითონ კი დაიმალნენ და „ბავშვები“ წინ დააყენეს. ალბათ, ცუდი ძიებისგან დარბევისთვის მზად, რომ იყვნენ. მათ უკან კი ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები“, - წერს ნიკოლაიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი