მამუკა მდინარაძე: შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა.შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 08 მაისი 2024, 17:39

შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა. შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება, ვერავინ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს.

„ახლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე: არასამთავრობოების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა - ეს წინადადება მართალია თუ ტყუილია?! თუ მართალია, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შევიდეს სადღაც, რაღაც საიტზე, სადაც ნახავს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს, რაოდენობას, დამფინანსებელს და დეტალურ ანგარიშებს, რამდენი და რაში დაიხარჯა …

არა და, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ რომელიმე მიგნებად საიტზე, არამედ საშემოსავლო გადასახადის და ელექტრონული ზედნადებებით რისი მიკვლევაც მოხერხდა, იძებნება ამ კონკრეტული ორგანიზაციების შემოსავალი 15 მილიონი ლარის, ხოლო ხარჯი - 85 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსების მთლიანი რაოდენობის დადგენა ამ მონაცემებით, შეუძლებელია…

დასკვნა: მათი ფინანსები თუ ისედაც გამჭვირვალეა, კანონპროექტი ცალსახად რუსულია! მათ შორის კანადური - მით უფრო!

P.S. „სტიგმატიზაციაზე“ ხვალ“- წერს მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი