გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 09 მაისი 2024, 22:05
ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედება შეაფასა, რომელმაც  ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულია და რომ სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება "პარიზული ხანუმობა". 

„წყაროები: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili -ის Facebook & "ტვ პირველის" Youtube 
გერმანიაში ვიზიტისას, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი. 
9 მაისს, თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე, ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულმა სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე (ქართველი თარჯიმნის მეშვეობით და არა პირიქით) მიმართა. 
მანამდე, რა ენაზე გააკეთა განცხადებები ფსევდო-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, მის უცხოელ კოლეგებთან?
სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება "პარიზული ხანუმობა"“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი