ლევან ნიკოლეიშვილი: ქართულ კანონს დაარქვეს-რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას, უცხოელის მონას გადასცენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 10 მაისი 2024, 19:14
ქართულ კანონს დაარქვეს-რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას უცხოელის მონას გადასცენ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „არ მგონია რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა - უკანონო“.

ექსპერტის თქმით, საელჩოები ივიწყებენ როგორ იქცევიან სამართალდამცავები მათ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს პოლიციას მითითებებს აძლევენ. 

„ქართულ კანონს დაარქვეს-რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, პირი დააღეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ კი არ მართონ ეს ქვეყანა, არამედ სხვას უცხოელის მონას გადასცენ. თურმე სხვა ქვეყნიდან უნდა მიგვითითონ როგორ და რა კანონებით ვიცხოვროთ, საელჩომ უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია, იგივე საელჩოებმა დაივიწყონ როგორ იქცევა სამართალდამცავები მათ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს პოლიციას მითითებები მისცეს. ალბათ უღირსობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ბატონყმობის მონატრებაა, უვიცობის კი არ იცოდე ვის გვერდით და რის საფასურად დგახარ!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი