თამთა მეგრელიშვილი: „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შინაარსის მიმართ შიში პოლიტიკური დირექტივის ნაწილია - კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობა და სტაბილურობა. კანონპროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 10 მაისი 2024, 19:47
კონკრეტულ ძალებს ქართულ სახელმწიფოში არ აწყობთ მშვიდობა, პოლიტიკური სტაბილურობა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად. მათ აქტივობებში ჩაიდო ამაღელვებელი შინაარსი, მაგალითად: „დაიცავი საქართველოს ევროპული მომავალი“  და ამით მონუსხული ახალგაზრდები მიმბაძველობით აჰყვნენ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებულ ორასამდე პოლიტიკურ ახალგაზრდა აქტივისტს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

მისივე თქმით, რადიკალური პროცესები წაახალისეს უცხოელმა აქტორებმაც და ფაქტებით დასტურდება, რომ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებული პოლიტიკური ძალები პირდაპირ და ღიად უტევენ სახელმწიფოს. 

მეგრელიშვილი ამ პროცესში გამოყოფს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებულია და სურს, ძალაუფლება დემოკრატიული მეთოდების გვერდის ავლით მოიპოვოს.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის შინაარსის მიმართ შიში და თვალებსა და ყურებზე ხელებაფარებული პოზიცია, მხოლოდ პოლიტიკური დირექტივის ნაწილია.
კონკრეტულ ძალებს ქართულ სახელმწიფოში არ აწყობთ მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად.
მათ აქტივობებში ჩაიდო ამაღელვებელი შინაარსი, მაგალითად: „დაიცავი საქართველოს ევროპული მომავალი“  და ამით მონუსხული ახალგაზრდები მიმბაძველობით აჰყვნენ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებულ ორასამდე პოლიტიკურ ახალგაზრდა აქტივისტს. სამწუხაროდ, ეს პროცესი წაახალისეს უცხოელმა აქტორებმაც.
საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, შესაბამისად ინსტიტუციები გამართულად მუშაობს და შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში უკვე ვიხილეთ ის სცენარი რაზეც მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ბოლო პერიოდში საუბრობდა.
უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ აკერმანისეული მეთოდით გადამზადებული პოლიტიკური ძალები პირდაპირ და ღიად უტევენ სახელმწიფოს.
ამ პროცესში წამყვანი ანტისახელმწიფოებრივი ძალა „ნაციონალურ მოძრაობაა“,  რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს დემოკრატიული მეთოდების გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება. მათაც და სხვა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ძალა, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად მიიღებს საკადრის პასუხს.
ამასთანავე კანონთან ერთად ხალხიც ერთიანია იდეის ირგვლივ - თქვენგან დაიცვას ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და 26 ოქტომბერს უკვე მეცხრედ გაფორმდება თქვენი დამარცხების აქტი,“ - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი