გია აბაშიძე - რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. "რუსულ კანონზე", საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 10 მაისი 2024, 20:49
“რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. "რუსულ კანონზე", საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა! მით უმეტეს, როცა ცხადად ჩანს, რომ აგენტოკრატიის მხარდაჭერილი პოლიტიკური უმცირესობა ნაცკონგლომერატის სახით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და ქვეყნის ქაოსის უფსკრულში გადასროლა”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 

„რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები გაკეთდეს უცხოეთიდან ქართულ და არა ე.წ. "რუსულ კანონზე", საქართველოს საზოგადოების ბირთვისთვის უზნეო დამუნათებაზე იქნება მიუღებლობა და რეზისტენტულობა! მით უმეტეს, როცა ცხადად ჩანს, რომ აგენტოკრატიის მხარდაჭერილი პოლიტიკური უმცირესობა ნაცკონგლომერატის სახით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და ქვეყნის ქაოსის უფსკრულში გადასროლა.
ეს ვერანაირად მოხდება!
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან: 
- ვერ ვნახე დიპლომატიური წარმომადგენლების თუ დონორების ვერცერთი განცხადება, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის ენჯეოები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ პარლამენტის ბლოკირება მოახდინონ.
- თუ დავაკვირდებით პროტესტის გარკვეულ სტრუქტურას, ვნახავთ რამდენიმე აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიებიდან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები.
- „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით მოიპოვოს ძალაუფლება.
- ახალგაზრდულ ენერგიას და ემოციას იყენებენ ისინი, ვინც უკან რიგებში არიან, ის პოლიტიკოსები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ყოველთვის იქ არიან. ისინი არიან, ვინც მითითებებს და ბრძანებებს იძლევიან იმისთვის, რომ წინ წაწიონ ახალგაზრდები, აამღვრევინონ წყალი და ამით ისარგებლონ.
- for.ge-ს ექსკლუზიურ ჩანაწერებზე: ვიღაცას იუმორი ეგონა და სერიოზულად არ უყურებდა, როცა ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. ის, რაც წიგნებში და ტრენინგების მასალებშია სიტყვა-სიტყვით, ვიზუალი ვიზუალზე იდება პირდაპირ, ამაზე მეტი მაგალითი რთულია, მოიყვანო.
- ყოველ ჯერზე იყვნენ 'ენჯეოების' წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება და ამ დროს შესულიყვნენ კონტაქტში პოლიციასთან, რასაც მოჰყვებოდა აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები," - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი