ლევან ნიკოლეიშვილი - მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომაც ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 10 მაისი 2024, 20:51
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ექსპერტი იმ ძირითად მიზეზებს მიმოიხილავს, რატომაც არ სურთ ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორის ნაწილს და უცხოელ პოლიტიკოსებს  “გამჭვირვალობის კანონის” მიღება.




ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას. 




მისივე თქმით, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა.






“რატომ არის ასე გადამწყვეტი რადიკალური ჯგუფებისთვის, ოპოზიციისთვის, არასამთავრობოებისთვის, ე.წ. კრიტიკული ტელევიზიებისთვის, დე ფაქტო პრეზიდენტისთვის და უცხოური პოლიტიკური ელიტისთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს ქართული კანონი, რომლებსაც ასე კოლექტიურად რუსული უწოდეს? 
რატომ არ უნდათ დაელოდონ არჩევნებს და თუ ასეთი "ძლიერები" არიან და ხელისუფლება ასეთი "სუსტი", მისცენ ხალხს საშუალება თვითონ გადაწყვიტონ ვის მისცენ ჯერ თავიანთი ხმა და შემდგომ ქვეყნის მართვის მანდატი? 
• როგორც ჩანს აქაც და იქაც ზუსტად იციან, რომ არჩევნებში მათი გამარჯვება გამორიცხულია, ამიტომაც ცდილობენ რადიკალური ქმედებებით რევოლუციური მუხტის შექმნას! 
• რახან მეორე კითხვის მოკლე პასუხი შემოგთავაზეთ, აქვე პირველ კითხვაზეც გავცეთ პასუხი, რომელიც ოდნავ ვრცელი გამომივიდა: მსოფლიოს ბევრ მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოების არქიტექტურა ისევ გამოწვევის წინაშეა: ჯერჯერობით ვერც უკრაინაში, ვერც აღმოსავლეთში (ვგულისხმობ ისრაელი-ღაზა-პალესტინას) ვერ მოხერხდა დაგეგმილი სცენარით მოვლენათა განვითარება, სამწუხაროდ, არც სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ ერთმანეთთან გარანტირებული მშვიდობა. ამ ყველაფერს ემატება აშშ-ში დაწყებული საარჩევნო ბატალიები, რომელიც მალე უფრო გამძაფრდება, საბოლოდ კი ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლით დასრულდება. ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები. ამიტომაც ჩქარობენ, ჩქარობენ გარკვეული ძალები, რომ საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა იქნებ არჩევნებამდე გაათამაშონ და მოაგვარონ, წარმატების შემთხვევაში გახარჯული მილიონების გამართლება შესაძლებელი იქნება, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, რასაც მე გარდაუვალად ვხედავ, მოუწევთ საკუთარი გადასახედების გადამხდელებთან საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი