ზურაბ ქადაგიძე: თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
438 11 მაისი 2024, 15:12
„ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! - სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. „ეს რა სიმახინჯეები მოვისმინეთ, რა უბედურებაა?! ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან ერთობოდა სექსუალური ორგიებით თუ კომპრომატებად იყენებდა?! სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და დამნაშავე უმკაცრესად იქნას დასჯილი, რომ არავის აზრად აღარ მოუვიდეს ასეთი სიმახინჯეების ჩადენის სურვილი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი