დავით ქართველიშვილი უჩა აბაშიძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ "გმირები" აღმოჩნდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 11 მაისი 2024, 17:57
„დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ "გმირები" აღმოჩნდნენ. როდესაც ადამიანში - დე-ადამიანობა კარდინალურად შეუქცევად პროცესად იქცევა, ის ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. ასე რომ, ჩვეულ ადამიანურ ლოგიკას აქაც არ უნდა ვეძებდეთ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი უჩა აბაშიძის საქმეს.

ქართველიშვილის თქმით, სახელმწიფომ გადაწყვიტა სააკაშვილის პორნოსტუდიას წერტილი დასმოდა და გაანადგურა ნარაზენის ტყეში ჩამალულ კასრებში აღმოჩენილი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მაგრამ პორნოინდუსტრია და შანტაჟი, როგორც "შინევროპელების" ჭეშმარიტი პროდასავლურობის გამოვლინება - აუცილებლად იჩენდა თავს, მათი გამოსწორება და გაკეთილშობილება გამორიცხულია. „მოქმედ ხელისუფლებას საკუთარი ამომრჩეველიც კი ხშირად არაობიექტურად აკრიტიკებს 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში ჩამალულ კასრებში აღმოჩენილი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, საერთაშორისო კომისიური წესით განადგურების გამო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის მასალები, რომლებიც მტკიცებულებად დაიდო ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეზე - რასაკვირველია, განადგურებული არ იყო. განადგურდა მაგალითად სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ცნობილი ტელეწამყვანი ქალბატონის ინტიმური "პროცესი" საკუთარ სამუშაო კაბინეტში. განადგურდა ცნობადი სახის, მრავალშვილიანი მამის ინტიმური კონტაქტი ახალგაზრდა სტუდენტ-ბიჭთან. განადგურდა ერთ-ერთი პარტიის ლიდერშიფის ინტიმური კონტაქტი ერთმანეთთან და ა.შ. - ათობით ათასობით ვიდეორგოლი. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის პორნოსტუდიას უნდა დაესვას წერტილი. რომ ადამიანთა პირადი ცხოვრება, რაოდენ გაუკუღმართებულ ხასიათს არ ატარებდეს იგი, აღარ უნდა იყოს გასაჯაროებისა თუ შანტაჟის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ ეპარება ეჭვი - აღნიშნული კადრების ასლები თუ დედნები, დიდი ვარაუდით, დღესაც ინახება უკრაინაში, გია ლორთქიფანიძის საარქივო მეურნეობაში - ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ, ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოს. მაგრამ მგლის თავზე სახარებას კითხულობენო: პორნოინდუსტრია და შანტაჟი, როგორც "შინევროპელების" ჭეშმარიტი პროდასავლურობის გამოვლინება - აუცილებლად იჩენდა თავს. მათი გამოსწორება და გაკეთილშობილება გამორიცხულია. მაგრამ, პარადოქსი იმაშია, რომ სააკაშვილის სტუდიის ერთ-ერთი გმირი, ის მრავალშვილიანი მამა, ყოველ წელს ჩნდებოდა ეკრანებზე პრაიდის ჩატარების მხარდამჭერის რანგში და არც ერთხელ არ გაუპროტესტებია სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი. დარწმუნებული ვარ, დღეს დაკავებული პორნორეჟისორი-წყვილის მხარდასაჭერად პირველები ისინი გამოვლენ, ვინც მათი პორნოინდუსტრიის არა მსხვერპლნი, არამედ "გმირები" აღმოჩნდნენ. როდესაც ადამიანში - დე-ადამიანობა კარდინალურად შეუქცევად პროცესად იქცევა, ის ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. ასე რომ, ჩვეულ ადამიანურ ლოგიკას აქაც არ უნდა ვეძებდეთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი