ზურაბ ქადაგიძე: საუკუნოვანი შანსი გვაქვს, მსოფლიო ეკონომიკურ გზაჯვარედინად ვიქცეთ და სწორედ ამას ებრძვის ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 13 მაისი 2024, 20:08
წარმოდგენა თუ გვაქვს, რა მასშტაბის გეოპოლიტიკური აქტორი შეგვიძლია გავხდეთ და რამხელა პერსპექტივა ექმნება საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერსა და სტაბილურ ქვეყანას?!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. 

მისივე თქმით, ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ინდოეთიდან ირანის გავლით ეკონომიკური ინფრასტრუქტურა უნდა აეწყოს, მთავარი გზაჯვარედინი ყველა მიმართულებით საქართველო გახდება, რადგან ჩინეთს სტაბილური სახმელეთო დერეფანი ევროპასთან, საქართველოზე გავლით აქვს. 

„ჩინეთს, რომ ერთადერთი სტაბილური სახმელეთო დერეფანი ევროპასთან, საქართველოზე გავლით აქვს ყველამ გავიგეთ. 

ახლა კი ინდოეთმა და ირანმა სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმეს, სადაც ინდოეთიდან ირანის გავლით ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ეწყობა და მთავარი გზაჯვარედინი  ყველა მიმართულებით საქართველო ხდება.

წარმოდგენა თუ გვაქვს, რა მასშტაბის გეოპოლიტიკური აქტორი შეგვიძლია გავხდეთ და რამხელა პერსპექტივა ექმნება საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერსა და სტაბილურ ქვეყანას?!

ამერიკელი მაღალჩინოსნის, ჯიმ ო ბრაიენის ჩამოსვლა კი ვისაც კანონპროექტის ავკარგიანობის შეფასებისთვის  და ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანების დაგემოვნებისათვის  გამიზნული ვიზიტი გგონიათ, თქვენთვის გზა ხსნილია ასტრალისკენ!

რა კანონპროექტი, რის „ენჯეოკრატია“, გაახილეთ თვალები ხალხნო, საუკუნოვანი შანსი გვაქვს, მსოფლიო ეკონომიკურ გზაჯვარედინად ვიქცეთ და სწორედ ამას ებრძვის ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი