ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკელ ინსტრუქტორზე: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ეს სამარცხვინო ლაჩარი კი საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 13 მაისი 2024, 20:53
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რადიკალური აქტივისტების ტრენინგისთვის საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინსტრუქტორის კადრებია აქციაზე დაკავების შემდეგ.

ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ღირსეულად იბრძოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, რასაც ზოგი მათგანის სიცოცხლეც კი შეეწირა, ამ ფონზე, აღნიშნული პირი საქართველოში ვითარების ასარევად ჩამოვიდა.

"ჩვენი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში  ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ! ზოგი დაიჭრა, ზოგმაც თვალი,  ხელი თუ ფეხი დაკარგა, ზოგიც დროშა გადაფარებული ჩამოასვენეს, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ.  ეს არაკაცი კი აქ საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა, სამარცხვინო ლაჩარი. წადი თვალებში ჩვენს მეგობარ, ვაჟკაც ამერიკელ სამხედროებს შეხედე, ფულზე გაყიდული არარაობავ..." -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი