თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენი უდიდესი პატივისცემა იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს ახალ ისტორიას წერენ - თავისუფალი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს ისტორიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 14 მაისი 2024, 12:20

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, 83 დეპუტატს, დიდი შეურაცხყოფის დათმენის ხარჯზე, ქვეყანა გაჰყავთ იმ გზაზე, რაზეც, სულ ცოტა, მომდევნო ერთი საუკუნე, თავისუფლებით და უპირობო განვითარებით ივლის გამთლიანებული საქართველო.

„სულ მალე ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციის ცრუ პროპაგანდის შედეგად რუსთაველზე დგანან, საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რა გააკეთა ამ 83-მა დეპუტატმა მათი მომავლისთვის, მათი რეალურად ევროპული და თავისუფალი საქართველოსთვის.

მინდა ახალგაზრდებმა დაიმახსოვრონ, რომ ამ დეპუტატებმა გაიარეს საშინელი „ბულინგის“, საკუთარი ოჯახების შეურაცხყოფისა და უცხოური ზეწოლის ჯოჯოხეთური გზა და მაინც უშიშრად აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არის ისტორიული დღე, რომელიც თვისობრივად ტოლია ყველა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა.

21-ე საუკუნეში, ახალი გეოპოლიტიკის ქარიშხალში, საქართველოს ახალი ისტორია იწერება. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის გზა სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით. საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ეძლევათ სახელმწიფოებს და ხელისუფლება ამ შანსს იყენებს, მიუხედავად ამხელა წინააღმდეგობისა.

მადლიერება ცოტაა, რაც შეიძლება ქართველმა ხალხმა უთხრას ხელისუფლებას და განსაკუთრებით, ამ 83 დეპუტატს. ამხელა შეურაცხყოფის დათმენის ხარჯზე, ქვეყანა გაჰყავთ იმ გზაზე, რაზეც, სულ ცოტა, მომდევნო ერთი საუკუნე, თავისუფლებითა და უპირობო განვითარებით ივლის გამთლიანებული საქართველო.“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი