ლევან ნიკოლეიშვილი: ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 14 მაისი 2024, 17:21

ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტის თქმით, მალე ყველა დაინახავს, რატომ და რისთვის ღირდა "გამჭვირვალობის კანონის" მიღება და უცხოელების გარკვეული პოლიტიკური ელიტა, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, არა მარტო ხელისუფლების სიმართლეში დარწმუნდებიან, არამედ სწორედ ამ ღირსეულ და პრინციპულ ხელისუფლებასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობის უპირატესობაში.

„ყველას გილოცავთ ქართული კანონის მიღებას! დღეს, ისტორიული დღეა, დღე როცა სიმართლემ გაიმარჯვა, დღე როდესაც დაიწყო ახალი ათვლა სუვერენიტეტის უფრო განმტკიცებისათვის! სამწუხაროდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა არა ბატონყმობისათვის, და კი საქართველოს შემდგომი ღირსეული განვითარებისათვის! მალე ყველა დაინახავს, რატომ და რისთვის ღირდა ამ კანონის მიღება! რამდენი შეურაცხყოფა გადაიტანა ხელისუფლებამ, პარლამენტარებმა, სამართალდამცავებმა, ჭეშმარიტმა ჟურნალისტებმა, ქართული კანონის ჩვეულებრივმა რიგითმა მხარდამჭერებმა.

ვიცით, რომ ეს ხელისუფლება რევანშისტი არაა, მაგრამ სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს იმ მავნებელი და რადიკალი, ორგანიზატორების მიმართ ვისაც ამ ქვეყნის ამოტრიალება სურდა. რაც შეეხება უცხოელების გარკვეული პოლიტიკურ ელიტას, რომლებიც სამწუხაროდ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, ძალიან მალე არა მარტო ჩვენს სიმართლეში დარწმუნდებიან, არამედ სწორედ ამ ღირსეულ და პრინციპულ ხელისუფლებასთან თანასწორუფლებიან თანამშრომლობის უპირატესობაში!“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი