დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე: ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 14 მაისი 2024, 17:24

ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ღირსეულ ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა. რომელმაც ქვეყნის საბოტაჟისთვის, არეულობისთვის, გადატრიალებისთვის, ომისთვის, დამოუკიდებლობის მოსპობისათვის განკუთვნილ ფინანსებს შლაგბაუმი დაუყენა, - წერს „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

მისი განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს მეგობრობის ფორმატს სთავაზობს, რასაც „რუსეთუმეობაში" უთვლიან, ხოლო აგენტები და ლაქიები ხელისუფლების წარმომადგენლებს „მონებს" და „მოღალატეებს" უწოდებენ, იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდი არ დათანხმდა „ბახმუტიზაციას" და „გლობალური ომის პარტიის" ყველა შეტევა მოიგერია.

„ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ღირსეულ ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა. რომელმაც ქვეყნის საბოტაჟისთვის, არეულობისთვის, გადატრიალებისთვის, ომისთვის, დამოუკიდებლობის მოსპობისათვის განკუთვნილ ფინანსებს შლაგბაუმი დაუყენა. ისტორიული დღეა ხელისუფლებისთვის, რომელიც საკუთარ დასავლელ პარტნიორებს მეგობრობისა და მეკავშირეობის ფორმატის გაფართოებას სთავაზობს - მას კი ამას „რუსეთუმეობაში“ უთვლიან.

ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის „ბახმუტიზაციას" წითელი აუნთო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიის" მხრიდან ლამის „ბირთვული" შემოტევა მოიგერია - „მონებს" და „მოღალატეებს" უწოდებენ აგენტები, მარიონეტები და ლაქიები.

იმის შეგრძნება, რომ რეალურად ჩვენ ვართ გმირები და ამ „ჩვენ"-ში რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან" ერთად „ხალხის ძალას" ვგულისხმობ - საზოგადოების ფართო წრეებში თანდათანობით აუცილებლად მოვა.

მოვა - ამ ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის, ლგბტ-პროპაგანდის, „გ.ო.პ."-ნიკების მხრიდან არაფორმალური მმართველობის დასრულებისთანავე. მოვა - ქვეყნის ბედის განმსაზღვრელ პოზიციებზე მოკალათებული უკანასკნელი მოღალატეების ლუსტრაციისთანავე.

მოვა - ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში ნიჭიერი და დაუმსახურებლად ჩრდილში მოქცეული კადრების, მათ შორის - ახალგაზრდობის მოწვევისთანავე.
მოვა - ეკონომიკურად სტაბილურ და აყვავებულ გაერთიანებულ საქართველოში.

მანამდე კი, ყველას გილოცავთ, მათ შორის, აქციონერებს. ოღონდ! მათი ქოუჩების გარდა! დღეს მათი დღე ნამდვილად არ იყო“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი