ნინო ლაცაბიძე: გამჭვირვალობა არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად, დემოკრატიული ღირებულებებით, ღირსებით უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, რომლის წევრობაც ისტორიულად გვაქვს დამტკიცებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 14 მაისი 2024, 17:40

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, გამჭვირვალობა არც ერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად და საქართველო სწორედ უნიკალური კულტურით და ღირსებით უნდა დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში.

"როცა ევროპულ გზაზე და მომავალზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არა მარტო უახლოესი წარსულით, არამედ თავისი უძველესი ისტორიით არის ევროპის ნაწილი და ყოველთვის ასე იქნება.

გამჭვირვალობა არცერთ კონტექსტში არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფად.

ჩვენი უნიკალური კულტურით, დემოკრატიული ღირებულებებით, ღირსებით უნდა დავუბრუნდეთ იმ ევროპულ ოჯახს, რომლის წევრობაც, ჩვენ ისტორიულად გვაქვს დამტკიცებული. გამძლეობა და სიმტკიცე ჩვენს გუნდს", - წერს ნინო ლაცაბიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი