შალვა პაპუაშვილი - ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 14 მაისი 2024, 21:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

როგორც პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან. ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი