დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყანაში პრეზიდენტი სად, რისთვის და როდის გამოიყენო - ამას წყვეტენ კომპეტენტური პირები და არა ვიღაც „ქართველი ხალხი" და მით უმეტეს მისი ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 15 მაისი 2024, 15:54

ხალხის ძალის“წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. პრეზიდენტმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ მოტივირებული შენიშვნებით ვეტოს პარლამენტისთვის წარდგენას არ აპირებს, რადგან არ სურს ხელისუფლების სახის გადარჩენა.

დავით ქართველიშვილის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში პირველ პირში, სალომე ზურაბიშვილის სახელით წერს.

შანსი არაა ო'ბრაიენის დაკრულზე ვიარო, რომელმაც ჩემს მიერ დასადები ვეტოს ფარგლებში იმედი გამოთქვა, სასურველი ცვლილებების შეტანას ლეგიტიმური სახე მიეცემოდა. აქამდე არაფერი კონსტრუქციული გამიკეთებია და რატომღაც ახლა რომ მოვინდომო - არა და არასოდეს! ბოლო-ბოლო მე ჩემი უფროსობა მყავს, ო'ბრაიენს თავისი - ყველამ საკუთარს მიხედოს! ამ ქვეყანაში პრეზიდენტი სად, რისთვის და როდის გამოიყენო - ამას წყვეტენ კომპეტენტური პირები და არა ვიღაც „ქართველი ხალხი" და მით უმეტეს მისი ხელისუფლება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი