სოზარ სუბარი: მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 15 მაისი 2024, 15:56

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას.

როგორც სოზარ სუბარი წერს, ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა და მეორე მხრივ, გამოჩნდა, რომ ქართულ ოპოზიციას დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნია, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის.

„გუშინდელი პრინციპული გადაწყვეტილებით:

1. საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა. მან სერიოზული გარე ჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება!

2. 2. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ვუთხარით: აზრი არ აქვს ასეულობით მილიონების ხარჯვას იმ ხალხში, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნიათ, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის.

უცხოეთიდან გაკეთებულმა, თქვენი წარმომადგენლების ხისტმა განცხადებებმაც კი ვერ გააძლიერა ისინი. ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ასეთ საქმეებში მხოლოდ თანხის ნაწილის დახარჯვას ჯობს მთლიანად დაიხარჯოს, ხედავთ, რომ აგენტურისგან ხეირი მაინც არ არის. ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება!

3. მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახლაგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!“ - წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი