დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მინისტრების გვერდით საწყლად დგას ქვეყნის „პრეზიდენტი“, სადღაც ბოლოში, სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს „მისი“ ქვეყნის სახელმწიფო დროშას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 15 მაისი 2024, 17:02

მინისტრების გვერდით, საწყლად დგას ქვეყნის „პრეზიდენტი“, სადღაც ბოლოში, სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს „მისი“ ქვეყნის სახელმწიფო დროშას - წერს „ხალხი ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციიდან.

„ორი ფოტო. ორი პრეზიდენტი. ორი სირცხვილი. ზედა სურათზე „ბოროტი ხმები“ იძახიან - „ძესიტიში“ მოითხოვა უკრაინულ „პაეზდკაში“. იმისთვის რომ აი ასე, საწყლად, სადღაც ბოლოში რომ დამდგარიყო რუს ბიზნესმენ ნაყოფიასთან, ამავდროულად მის სამივლინებო ხარჯების მოლარესთან.

ფოტო მეორე. მინისტრების გვერდით, საწყლად, დგას ქვეყნის "პრეზიდენტი". არა შუაში (თუნდაც) - იქ, სადღაც ბოლოში. იქ - სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს "მისი" ქვეყნის სახელმწიფო დროშას. ერთი ფოტოსურათი მეც დავდე გუშინ. პროტოკოლური და თანამდებობრივი თანაფარდობის პრინციპით - სახელმწიფო კანცელარიასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დახვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე... ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს სახელმწიფოებრივ ღირსებაზე!“-წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი