ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაში უძირო ქოთანივით, შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 15 მაისი 2024, 17:59
“ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს!“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქართული და ამ საზოგადოებასთან ავთენტური, მხოლოდ გვარის დაბოლოება აქვს, დანარჩენი ყველაფერი, აბსოლუტურად არაქართული, უცხო და საზოგადოებისთვის მიუღებელი.

„სალომე ზურაბიშვილი 
დედალ ჯაყოდ გადაიქეცი, ატყობ?!
ქართულმა საზოგადოებამ მოგიღო, დაგვარცხნა, ჩაგაცვა, პრეზიდენტად აგირჩია და შენ ისევ „კოტიტა თითებს“ ილოკავ, რადგან თუ რაიმე გაქვს ქართული და ამ საზოგადოებასთან ავთენტური, მხოლოდ გვარის დაბოლოება - შვილია. 
დანარჩენი ყველაფერი, აბსოლუტურად არაქართული, უცხო და საზოგადოებისთვის მიუღებელი…
კონსტიტუცია დაარღვიე,
ანტისახელმწიფოებრივი კამპანია გააჩაღე,
უსამშობლოების მედროშედ იქეცი,
ამომრჩეველი შეურაცხყვე,
საკუთარი ამბიციები, ქვეყნის ინტერესებს ანაცვალე.
ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდგეს!
მაგრამ „აგრე იცის ჯაყომაო“ - თვითკმაყოფილი იდიოტივით გაიძახი და თავზე დაფურთხებულს, ჟუჟუნა წვიმად აღიქვამ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი