ზურაბ ქადაგიძე: სამწუხაროდ, ზოგიერთს ვჭირდებით, როგორც ხელზე გამობმული გოშიები, რომლებიც მათ დავალებას შევასრულებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 17 მაისი 2024, 10:59
ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა იკადრა და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქრა - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა. 

მისი შეფასებით, ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოსგან სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას მოითხოვენ. 

„ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა იკადრა და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ეხებათ საგარეო საქმეთა იმ მინისტრებს, რომლებიც გუშინ რადიკალების აქციაზე ბრძანდებოდნენ და ხელაღებით ხელყოფდნენ საქართველოს სუვერენიტეტს - ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. 

შემდეგ მათ განცხადებები მოაყოლეს. ლიეტუვის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი უნდა დათმოს და რიგ საკითხებს ბრიუსელს დაეკითხოს. ის გვესაუბრება იმაზე, რაზეც „ხალხის ძალა“ წელიწად ნახევარია საუბრობს. სამწუხაროდ, ზოგიერთს ვჭირდებით, როგორც ხელზე გამობმული გოშიები, რომლებიც მათ დავალებას შევასრულებთ.

ამას დაემატა გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადება, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და ცინიკურად მოიხსენია, რომ თურმე, ხელისუფლებას დარჩენია ერთადერთი მოკავშირე, მართლმადიდებლური ეკლესია“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი