დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 18 მაისი 2024, 20:53
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შუა დერეფნის გლობალური პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. 

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას. 

 „ყველა ქვეყანა ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ცდილობს ჩინეთთან ჰქონდეს ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯანსაღი ურთიერთობის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის სახით. არადა, ჩვენი ქვეყანა რეგიონული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გზაჯვარედინიც და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის," -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი