ეკონომიკის მინისტრი ფასების ზრდაზე - ეს მტკივნეული პროცესია. რა თქმა უნდა, ამ გლობალურ გამოწვევას არ შეეძლო ჩაევლო ისე, რომ ეს ჩვენს ბაზარს არ დატყობოდა და მათ შორის, სამომხმარებლო ფასებსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1105 01 მაისი 2020, 16:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ნათია თურნავას განცხადებით,  ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ზრდას  სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს.

ძალიან მტკივნეული შეკითხვაა, მტკივნეული პროცესია. რა თქმა უნდა, ამ გლობალურ გამოწვევას არ შეეძლო ჩაევლო ისე, რომ ეს ჩვენს ბაზარს არ დატყობოდა და მათ შორის, სამომხმარებლო ფასებსაც. ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამით არის განპირობებული. 

ამას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს, მათ შორის, ეროვნულ ვალუტასთან და მის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასევე გამოწვეულია ამ გლობალური კრიზით, რადგან პირველი, რაც მოხდა შემცირდა სავალუტო შემოდინებები და ის ინდუსტრიები, როგორიც არის ტურიზმი, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიები შენელდა და შეჩერდა.

შესაბამისად, შეჩერდა სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც საზღვარგარეთ არის წასული და აქ რიცხავდა საკუთარი შრომის ნაყოფს და ძალიან დიდი შემოსავალი აქედან შემოდიოდა. თუმცა, არა მარტო. ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამით არის განპირობებული. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გადავლახავთ კრიზისს, რა თქმა უნდა, სტაბილიზაცია მოხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, 2021 წელს, არსებობს ყველა წინა პირობა იმისა, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს ე.წ. მიზნობრივ ნიშნულს, ანუ საკმაოდ დაბალი იყოს - 3%.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მთავარი პროდუქციის ფასების მერყეობა დაგვეზღვია. იცით, რომ ეს პროგრამა არსებობს. 9 ძირითადი სასაქონლო საკვები პროდუქტი, რომლიც მომხმარებელთა კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, სპეციალური პროგრამის ფარგლებში არის, მასზე ფასების ზრდა დაზღვეულია.

ისევ ვამბობ, ეს არის კრიზისი და კრიზისს აქვს თავისი გამოხატულებები. ვერანაირად ვიტყვით იმას, რომ ეს უმტკივნეულოდ ჩაივლის და აქედან გამომდინარე, ფასებზე ნეგატიური ზემოქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ ეკონომიკური კრიზისის“, - განაცხადა თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა
მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
არქივი