ზაალ ანჯაფარიძე: მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
418 20 მაისი 2024, 11:04
ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ, გასათვალისწინებელია საქართველოც, სადაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან  პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან კი ხელისუფლებას გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ.

"ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს. 
რუსეთი ვინც არის და რაც არის ევროპელებზე ბევრად უკეთ ვიცით და მხოლოდ მისასალმებელია, თუ ევროკავშირი მის ქვეყნებში გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 
მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდესაც ჩვენს არჩევნებში ასევე გარედან (არა რუსეთიდან!) დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან ხელისუფლებას ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!" - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი