ედიშერ გვენეტაძე-რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი და მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება- ამას მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ეწოდოს- ზერელე, აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 20 მაისი 2024, 12:23
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.

როგორც ექსპერტი წერს, ირკვევა, რომ რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი, მისაღები და პროდუქტიულია ჩვენთვის არ შეიძლება.

მისივე თქმით, ამას შეიძლება ეწოდოს აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და 21-ე საუკუნეში  კოლონიალური მენტალიტეტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ.


„რასაც ახლა მათივე უფროსის დაკვეთით,   კოლექტიური ევროპოლიტიკოსები ამ ქალბატონის მეთაურობით  აკეთებენ საქართველოს მიმართ, ამას კომუნისტურ წლებში კრემლი და მის მორჩილებაში აქ მყოფი ელიტაც კი მკაცრად ერიდებოდა! ირკვევა, რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი, მისაღები და პროდუქტიულია, ჩვენთვის არ შეიძლება! და ამას ხმაშეწყობილად ღაღადებენ, თავს უკრავენ და დესტრუქციულ საქმიანობას ეწევიან მათივე აქ დანიშნული მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი! რა შეიძლება ამას ეწოდოს? მხოლოდ ერთი რამ- სახელდობრ ზერელე,  აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და 21-ე საუკუნეში  კოლონიალური მენტალიტეტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი