გია აბაშიძე - დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური გავლენების ჩარევის აღკვეთის თემა მზარდად აქტუალურია იმ ფონზე, როცა მსგავს პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოს უსინდისოდ აკერებენ პრორუსულობის იარლიყს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 20 მაისი 2024, 12:32
კლასიკური ნეოკოლონიალისტური მიდგომა - ნუ იმოქმედებ ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით.“-ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა „politico“-ს სტატიას, რომლითაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკვანძო საკითხად აქცევს. 


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის!


„დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური გავლენების ჩარევის აღკვეთის თემა მზარდად აქტუალურია იმ ფონზე, როცა მსგავს პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოს უსინდისოდ აკერებენ პრორუსულობის იარლიყს.
გარე ჩარევისგან თავის დასაცავად საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 27 მარტს მიიღო შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ზაფხულის ბოლოს.
თუმცა, ბრიუსელი, ელისეის სასახლე და დასავლეთის სხვა დედაქალაქები ჯიუტად გვიკიჟინებენ, რომ გავაუქმოთ ე.წ. რუსული კანონი. კლასიკური ნეოკოლონიალისტური მიდგომა - ნუ იმოქმედებ ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით.
ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნებისმიერი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის!“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი