დონალდ ტუსკი - წარმოჩენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან აბსოლუტურად მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 21 მაისი 2024, 23:04
იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან და ამაში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვა, აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის თქმით, ის კარგად იცნობს ისრაელის პრემიერ-მინისტრს და თვლის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის ახალი კრიზისის ტალღაზე პასუხისმგებელი პირია.

„აშკარაა, რომ ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის მიუღებელი პოლიტიკური სიმეტრია. ეს ბადებს კითხვას, რატომ არავინ ფიქრობდა „ჰამასის“ ლიდერების, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ღაზაში ომის დაწყებამდე“, – აღნიშნავს ტუსკი.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი