ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებაზე: გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალურ ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა, ასე რომ, “ცოტა ფითილს დაუწიეთო”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 23 მაისი 2024, 10:16
"ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს!" - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში “გლობალური ომის პარტიის” ჩართვასთან დაკავშირებით, რომლის გასაჯაროებისაც მათ უნდა ეშინოდეთ.

ქადაგიძის თქმით, კობახიძის გზავნილი არაკეთილმოსურნეების მიმართ არის ის, რომ ქვეყანას მუქარით ვერ შეაშინებენ და შანტაჟის ენა არ არის პარტნიორული.


“ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს!

• საქართველოს მუქარით ვერ შეაშინებთ!

• შანტაჟის ენა, არ არის პარტნიორული ტონი და არაფერი გამოგივათ!

• ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ობიექტურად აფასებს ყველაფერს!

და გირჩევთ ფრთხილად იყოთ, თორემ გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალური ომის  პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა  საგმირო საქმეებმა!

- ასე რომ ცოტა ფითილს დაუწიეთო.

ბრავო!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი