ლევან ნიკოლეიშვილი - მერამდენედ მოდის სტრასბურგის სასამართლოდან ამბავი, რომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრული კრახით სრულდება. ახლა რა ვქნათ, გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხზე, თუ დავაყენოთ საკითხი გარკვეული თაღლითების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
503 23 მაისი 2024, 15:01
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც,  მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ექსპერტი წერს, ზუსტად ისეა ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე! 

 

„ზუსტად ისეა,  ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე!  უკვე მერამდენედ მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან ამბავი, რომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრული კრახით სრულდება. ახლა რა ვქნათ, გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხის გარშემო, თუ დავაყენოთ საკითხი გარკვეული თაღლითების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ? ასეთები კი საქართველოში ლომჯარია და მისი სამედიცინო ექსპერტები არიან, მარიამ ჯიშკარიანის თამადობით, უცხოეთში კი იმდენი ევროპარლამენტარია რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთებს ითხოვდნენ, რომ მეშინია ჩამონათვალში ვინმე არ გამომრჩეს! სხვათა შორის, მათი მოსყიდვის შესახებ ამერიკული გამჭვირვალობის  უფრო სწორედ აგენტების კანონიდან, Fara-ს მეშვეობით ვიგებდით. ხომ მართლა საფრანგეთმაც მიიღო გამჭვირვალობის კანონი, სადაც პირდაპირ ჯაშუშებზე  და მათ დაპატიმრების მექანიზმებზეა საუბარი. ცხადია ამის შესახებ არ იცის სალომე ზურაბიშვილმა,  თორემ  ამიერიდან საფრანგეთში ცხოვრებას თავი უნდა მოერიდოს ვადის ამოწურვის შემდეგ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი