ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკომისრის ყოვლად წარმოუდგენელი მუქარა ისმის იმის გამო, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, იყოს მონური მენტალიტეტის მქონე მარიონეტი, ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 23 მაისი 2024, 18:28
ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“-ეს სიტყვები ერთ-ერთ ევროკომისარს ეკუთვნის და მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია მის მიმართ ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარაზე.

ნიკოლეიშვილის თქმით, მუქარა იმის გამო ისმის, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, დაიცავს სუვერენიტეტს და არ იქნება მარიონეტი, დაინტერესებული აქტორები ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის ხსენება მინიმუმ ირიბი აღიარებაა, რა სახის ძალები დგანან მასზე თავდასხმის უკან.  

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“-ეს სიტყვები ერთ-ერთ ევროკომისარს ეკუთვნის და მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ეს ყოვლად წარმოუდგენელი მუქარა ისმის იმის გამო, რომ  თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, იყოს არა სუვერენული სახელმწიფო, არამედ მონური მენტალიტეტის მქონე მარიონეტი, ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან... თუმცა, ამავდროულად, სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის მაგალითის მოყვანა მუქარის სახით, მინიმუმ ირიბი აღიარებაა თუ რა სახის ძალები შეეცადნენ სლოვაკეთის პრემიერს მოკვლას. ეს არის დასტური იმისა,  რომ გლობალური ომის პარტია საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციაზე წამსვლელიცაა. ამ გამაოგნებელი ამბავს აქვს ერთი დადებითი მხარე, მტერმა ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ წამოროშა თუ რისი გამკეთებლები და რაზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, ჩვენ არამარტო ყურადღებით უნდა  ვიყოთ, არამედ, მაქსიმალურად პრინციპულები ქვეყნის სუვერენიტეტის, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერებისა და  საკუთარი ღირსების დასაცავად," -  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი