ზურაბ ქადაგიძე ვარჰეის განცხადებაზე: ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა. მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 24 მაისი 2024, 10:48
"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას აფასებს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას განმარტავს.

ქადაგიძის თქმით, ვარჰეის ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა, ვინაიდან დასავლელი აქტორების მიერ გაღვივებულმა რადიკალიზმმა, შესაძლოა, ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა გამოიწვიოს. 

"და ამ აღიარებით, ვითომ თავი დაიძვრინა?!
ანუ რა გამოდის, რომ ტერორისტული აქტი მოიყვანა იმის მაგალითად, რომ პოლარიზაცია, რომელიც რადიკალებმა გაამწვავეს და უფრო მეტი ნავთი, დასავლელმა აქტორებმა აპკურეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს ფაქტად, რომ ვინმემ თავდასხმა თუ მოუწყო, საქართველოს ხელისუფლების ბრალი იქნება?!
თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, ალოოო?!
ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა.
მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი