დავით ქართველიშვილი: ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 24 მაისი 2024, 10:54
"კარიმ ხანის მტკიცებით, მასზე გავიდა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ "ჰააგის სასამართლო იყო შექმნილი აფრიკის კონტინენტისთვის და ისეთი ჯალათებისთვის, როგორიც პუტინია, და არა დასავლეთისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ". - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


ქართველიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ეს სიტყვები რა კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე რომ ღიად გადავიდნენ, ამაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორი ქარიმ ხანი ღიად აცხადებს. 


"მე არ ვიცი, რა კონტექსტში იქნა მოყვანილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის მაგალითი ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბრისას. არც სლოვაკეთში არსებული რაიმე კატასტროფული პოლარიზაციის შესახებ მსმენია, რომელსაც შეეძლო ამ საბედისწერო თავდასხმის ტრიგერი გამხდარიყო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვარჰეის მხრიდან ეს მეგობრული რჩევა ყოფილიყო.

თუმცა ჩვენი ასეთი "მეგობრების" ესოდენ მრავალფეროვან გარემოცვაში, ჩვენ არანაირი მტერი აღარ გვჭირდება და ვეღარც შეგვაშინებს. ის, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა. მას შემდეგ, რაც მისი შუამდგომლობით სასამართლომ დაიწყო ისრაელის პრემიერზე, მის თავდაცვის მინისტრზე და ჰამასის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერების გაცემის პროცედურის ამოქმედება, მისი მისამართით არ წყდება ღია მუქარის ზარები.

კარიმ ხანის მტკიცებით, მასზე გავიდა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ "ჰააგის სასამართლო იყო შექმნილი აფრიკის კონტინენტისთვის და ისეთი ჯალათებისთვის, როგორიც პუტინია, და არა დასავლეთისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ". ამჟამად კი კარიმ ხანი ელოდება საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ ამ მუქარების პრაქტიკული განხორციელების ფორმას. და ეს ხდება "ცივილიზაციის აკვანში", "სანიმუშო დემოკრატიისა" და "უნაკლო მართლმსაჯულების" მსოფლიო ცენტრში." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი