ლევან ნიკოლეიშვილი - საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც ნიშნავს, რომ ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 24 მაისი 2024, 12:25
აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რეალურად მუქარის პოლიტიკა გააჟღერა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, რომლის სამხედროები ამერიკელების მხარდამხარ ერაყსა თუ ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ფაქტობრივად ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში თავის პროდასავლური ორიენტაციითა და ევროატლანტიკური ღირებულებებით.“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ -ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების შესახებ. 


ექსპერტის თქმით, სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა ძალიან კომიკურთან ერთად დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს გამჭვირვალობის კანონის გამო დაუწესო სანქციები ლოგიკაშიც კი არ ჯდება. 

მისივე თქმით, საინტერესოა, რას მოიტანს ასეთი მუქარები ორმხრივ ურთიერთობებში: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც იმას ნიშნავს ვერანაირი, ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას.



„აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რეალურად მუქარის პოლიტიკა გააჟღერა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, რომლის სამხედროები ამერიკელების მხარდამხარ ერაყსა თუ ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ფაქტობრივად ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში თავის პროდასავლური ორიენტაციითა და ევროატლანტიკური ღირებულებებით. რაშია საქმე, ე.ი. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ ის კანონი, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის იქნება გამოსადეგი, უკაცრავად და ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონები აშშ-ს გარდა ევროპულ სახელმწიფოებსაც ხომ აქვთ? ამის გამო ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით? სად არის დასაბუთება რომ ეს კანონი ან საზიანოა ან რუსულია? მხოლოდ რადიკალური ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიდა სახელმწიფო მდივანი ასეთ დასკვნამდე? საინტერესოა, რას მოიტანს ასეთი მუქარები ორმხრივ ურთიერთობებში: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც იმას ნიშნავს ვერანაირი, ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას. სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა ძალიან კომიკურთან ერთად დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს გამჭვირვალობის კანონის გამო დაუწესო სანქციები ლოგიკაშიც კი არ ჯდება. ბოლოს ერთი შეკითხვაც მიჩნდება, არ იმუშავა სანქციებმა, შემდეგი რა იქნება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თუ საომარი მოქმედებების დაწყება? სამწუხარო კი ისევ ისაა, რომ ამდენი ხნის ურთიერთობების მიუხედავად ზოგიერთ ამერიკელს ჯერ კიდევ  ვერც გაუცნია საქართველო და ვერც მისი ხალხის ხასიათი,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი