ვლადიმერ ბოჟაძე: სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
430 24 მაისი 2024, 16:15
სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძის თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება. მანვე აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონზე“ ვეტო დაიძლევა და საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება. 

„დღეს, ისე როგორც არასდროს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ, შანტაჟმა და მუქარამ უპრეცედენტო სახე მიიღო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გაუმჭვირვალე და დაფარული იყოს ფინანსები, რაც სამოქალაქო სექტორისთვის და მედიებისთვის არის გამოყოფილი? ემსახურება თუ არა ეს დაფინანსება პოლარიზაციის გაღრმავებას?
სისხლიანი რევოლუციის მოწყობას და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას? 
რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი დეკლარაციის შევსებაზე ატეხილი? 
რატომ არ საყვედურობენ პარტნიორები და მეგობრები საფრანგეთს, კანადას, თურქეთს? 
მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ნებისმიერი ქართველის დასაცავი, ჩვენ ამისთვის თავს ვწირავდით და გავწირავთ!
სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში!
ვეტო იქნება დაძლეული, კანონი იქნება მიღებული, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება, ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას, სარწმუნოებას! შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს#გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025 #ღირსებითევროპისკენ #EuropeanUnion“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი